ქუთაისში სააკაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სააკაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

პროექტი გზის  სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს: სავალი ნაწილი დაიფარება ასფალტო-ბეტონის საფარით,  მოწესრიგდება  ტროტუარები და სანიაღვრე სისტემები. 

სამუშაოებს კონკურსში გამარჯვებული შპს „ქეი კონსთრაქშენი“ ასრულებს. 

სააკაძის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 1 479 402 ლარი დაიხარჯება,  რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით ფინანსდება. 

სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისის თვეში უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები