სამტრედიის მე–10 ბაგა–ბაღში გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

სამტრედიის მე–10 ბაგა–ბაღში გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბაღის მმართველს, პედაგოგებს, მშობლებს და რა თქმა უნდა ჩვენს პატარებს, დღევანდელი დღე დასტურია, რომ საქართველოს ძალიან დიდი და ბედნიერი მომავალი აქვს. ისწავლეთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ ყოველი თქვენი ნაბიჯი და წარმატება , ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის უნდა იყოს მიმართული“, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ.

სამტრედიის მე–10 ბაგა–ბაღი ერთ–ერთი უძველესი სააღმზრდელო დაწესებულებაა მუნიციპალიტეტში. იგი 100 წელს ითვლის. ქეთევან შაშიაშვილი 35 წელია  მე–10 ბაღს ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები