გორის მერიამ კაპანაძეების ოჯახს ხის კოტეჯი შეუძინა
გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კარბში კაპანაძეების ოჯახი მოინახულა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გიორგი კაპანაძის 7-სულიან ოჯახს მერიამ ხის კოტეჯი შეუძინა.
ოჯახს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა პროდუქტი მიუტანეს. ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქველმოქმედმა კი კაპანაძეებს საჩუქრად ავეჯი გადასცა.
ოჯახს ახალი საცხოვრისი მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიულოცეს.
ოჯახი წლების განმავლობაში, უკიდურეს გაჭირვებაში, ავარიულ სახლში ცხოვრობდა. მათი მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც გიორგი კაპანაძე, ავარიის შედეგად, ეტლს მიეჯაჭვა და არაერთი ოპერაცია დასჭირდა.
გორის მერია, მიმდინარე წელს, საცხოვრებელ კოტეჯს კიდევ ორი ოჯახს გადასცემს. საცხოვრისის შეძენას მერია მომავალ წლებშიც გააგრძელებს.