ზედა კვირიკეში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის მოწყობა მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ქობულეთის მერთან ერთად ზედა კვირიკეში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის მოწყობის პროცესს გაეცნო.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 9 მიმართულებით მიმდინარეობს გზის  მშენებლობა, ასევე ხორციელდება ხიდების, საყრდენი კედლების, დამცავი ნაგებობების მშენებლობა. ქობულეთში 15 კმ-იან საავტომობილო გზაზე ცემენტობეტონის საფარი მოეწყობა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება 12 მლნ.  ლარს აღემატება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები