ქობულეთში 16 ჰა-ზე ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა – ფერმერი წელს 20 ტონა მოსავალს ელოდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარაში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში 16 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე მოსავლის აღების პროცესს დაესწრნენ.

“საექსპორტო ბაზრებზე ლურჯი მოცვი დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. აქედან გამომდინარე 2022 წელს აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს, ფერმერებზე 80% -იანი დაფინანსებით კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენებას, აჭარაში მოხდება არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლებას, გაიზრდება ექსპორტი, გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა”, – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ.
ფერმერის თქმით,  წელს 20 ტონა მოცვს ელოდება. მოწეული პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე განხორციელდება. ფერმაში სულ დასაქმებულია 30 ადამიანი.
2021-2022 წლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით 91 ფერმერს დაუფინანსდა კენკროვანი კულტურის, ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება, ლურჯი მოცვი 27.4 ჰა ფართობზე მოეწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები