ხულოში 25 წლის მამაკაცს ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა. შემთხვევა სოფელ დანისპარაულთან, ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობის დროს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა დაზიანებულ ავტომობილის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც ტრანსპორტი ამწედან ჩამოვარდა და მას დაეცა.
დაშავებული ბათუმში კლინიკა BSM-ში არის მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
მედიკოსების ცნობით, 25 წლის ბიჭს მრავლობითი ტრავმა აქვს მიღებული და ოპერაცია ჩაუტარდა.
დაშავებული მამაკაცი, თავდაპირველად ხულოს კლინიკაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, შემდეგ კი პაციენტის ბათუმში გადაყვანა გახდა საჭირო.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ხულოს მუნიციპალიტეტში ჰესის ტერიტორიაზე მოხდა.