გორში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ახალგაზრდული კლუბის პრეზენტაცია გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ახალგაზრდული კლუბის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, კლუბის წევრები,  მოქალაქეები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალგაზრდული კლუბი #მევგეგმავჩემიქალაქისბიუჯეტს კამპანიის ფარგლებში ჩამოყალიბდა და მიზნად ისახავს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამის განხორციელებაში. 

ახალგაზრდული კლუბის წევრები გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით განახორციელებენ საჭიროებების კვლევას და მენტორობას გაუწევენ მოქალაქეებს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საინიციატივო წინადადებების მომზადების პროცესში. 

გორის მუნიციპალიტეტი „სამოქალაქო ბიუჯეტით“ მოსახლეობას მათივე საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის პრიორიტეტულ პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. 

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. 

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოქალაქეების იდეების განსახორციელებლად 3 000 000 ლარია გამოყოფილი. თანხა 28 ტერიტორიულ ზონაზე თანაბრად გადანაწილდება. 

“საინიციატივო წინადადებების მიღება 1 ივნისიდან 29 ივლისამდე გაგრძელდება. 

პროგრამის ფარგლებში ინიციატივების წარმოდგენას შეძლებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები 16 წლიდან.  

წინადადების წარსადგენად აუცილებელია სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსება https://bit.ly/3GGW698 

მოქალაქეებს შევსებული ფორმის წარმოდგენა შეუძლიათ როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში (გრიგოლ ფერაძის №5), ასევე  ელ. ფოსტაზე – samokalakobiujeti.gori@gmail.com 

საკონტაქტო ნომერი -592 00 15 66

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამას ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო. პროგრამის მხარდამჭერები არიან „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ და გერმანული ორგანიზაცია “პური მსოფლიოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები