ნატახტარში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის სიგრძე საერთო ჯამში 1 კილომეტრზე მეტია. ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

“შიდასაუბნო გზის რეაბილიტაციის, სახელშეკრულებო თანხა 458 999 ლარს შეადგენს, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება”, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები