ჩხოროწყუში ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მიზნით საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს
ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში სავარაუდოდ აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიზეზი შენობაში განთავსებული ჩასარიცხი აპარატია, რომლის გაძარცვაც სურდათ.
შენობის წინა ფასადი მთლიანად ჩამოშლილია.
დანაშაული სავარაუდოდ ჯგუფურია. რა გამოიყენეს შენობის ასაფეთქებლად და რა რაოდენობის თანხა წაიღეს მძარცველებმა ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 18-117-ე მუხლით მიმდინარეობს.