ოზურგეთს ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება

ოზურგეთს კიდევ ერთი თანამედროვე, ახალი რეკრეაციული სივრცე ექნება – ამის შესახებ ინფორმაციას, ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე ავრცელებს. 

“ოზურგეთს კიდევ ერთი თანამედროვე, ახალი რეკრეაციული სივრცე ექნება სადაც ჩვენი თანამოქალაქეები – ბავშვები და მშობლები, ახალგაზრდები და უფროსები შეძლებენ დრო სასიამოვნო გარემოში გაატარონ. 

ნინოშვილის ქუჩაზე პარკის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. სამუშაოებს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განვახორციელებთ,”- აღნიშნავს თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები