მეხანძრე-მაშველები ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლომისის მთაზე მორიგეობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, წმინდა გიორგის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე ლოკაციაზე მორიგეობენ და მომლოცველების უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნავენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლომისის მთის ტერიტორიაზე სულ სპეციალური აღჭურვილობით და ტექნიკით მობილიზებულია 120-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ შორის არიან სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები.

საჭიროების შემთხვევაში, მეხანძრე-მაშველები მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები