წალკის კანიონზე შუშის პანორამული ხიდი გაიხსნა

წალკის მუნიციპალიტეტში​, დაშბაშის კანიონზე შუშის პანორამული ხიდი გაიხსნა.

240 მეტრის სიგრძის მინის ხიდის შუაგულში განთავსებულია ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი, ტერიტორიაზე მდებარეობს პრემიუმ ხარისხის სასტუმრო კომპლექსი კოტეჯებით, ასევე ვიზიტორთა ცენტრი, რესტორანი, საცურაო აუზი, საკემპინგე ადგილები და სხვა.

ხიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

„ჩემთვის დიდი პატივია, დღეს ამ ღონისძიებაზე მონაწილეობის მიღება. ამ ულამაზეს ადგილას, წალკის კანიონზე ასეთი არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა შეიქმნა, მადლობა კომპანიას, რომელმაც აქ 120 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 250 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოები ისრაელის კომპანია KASS LAND-მა განახორციელა. 

წალკის კანიონზე არსებული ტურისტული კომპლექსი ვიზიტორებს 15 ივნისიდან უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები