“იყავი სოლიდარული, შემოგვიერთდი სიცოცხლის გადასარჩენად” – ზესტაფონში სისხლის დონორის მსოფლიო დღე აღნიშნეს

“იყავი სოლიდარული. შემოგვიერთდი სიცოცხლის გადასარჩენად“ – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ზესტაფონის  მერიის მხარდაჭერით,  მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს. 

მათი ცნობით, სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობას მერიის, საკრებულოს, წითელი ჯვრის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები და სპორტსმენები იღებდნენ.

“აქციას ზესტაფონის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძეც ესწრებოდა. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, რომლებმაც სისხლის გაღებით  საკუთარი წვლილი გაიღეს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.

სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2005 წელს დააარსა და იგი ყოველწლიურად,  14 ივნისს აღინიშნება.

მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე, ასევე უანგარო, რეგულარული დონორების კრიტიკულად მნიშვნელოვან როლზე ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში და, აგრეთვე, უანგარო რეგულარული დონორების მიმართ მადლიერების გამოხატვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები