ჩხოროწყუს სოფელ ლეწურწუმეში წყალმომარაგების სისტემა მოეწყო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში წყალმომარაგების სისტემა მოეწყო.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესრულებულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.
“პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილი და ჩატარდა დაქსელვითი სამუშაოები.
პროექტის განხორციელებით ეგიარზენის უბანშიმცხოვრებ 112 ოჯახს უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცა.
ლეწურწუმეში სასმელი წყლის სისტემა მოეწყო. ასევე სოფლის ცენტრსა და საპერტაიოს უბანში.
წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც ეტაპობრივად იგეგმება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.