გორში „საზაფხულო სკოლა“ გაიხსნება
გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში „საზაფხულო სკოლა“ იხსნება. ამის შესახებ “კვირას” გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8-დან 11 წლამდე ასაკის მოზარდებს.
საზაფხულო სკოლაში გასართობ-შემეცნებითი პროცესი 20 ივნისიდან 30 ივნისამდე გაგრძელდება.
“პროექტის მიზანია მოზარდებისათვის ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავება, ლოგიკური აზროვნების, საკომუნიკაციო ჩვევების ჩამოყალიბება და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა.
პროცესი მოიცავს შემეცნებით და გასართობ აქტივობებს, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას.
სკოლის ჯგუფი დაკომპლექტდება 25 ბავშვით.
სასწავლო პროცესი მოიცავს 2 საათს (10 საათიდან 12საათამდე), კვირაში 4 დღე – ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით.
რეგისტრაცია მოხდება ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში 16 ივნისის ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია: გორი/სუხიშვილის 20; ტელ. 0370 27 76 65; 555 32 23 23;
პროექტს „საზაფხულო სკოლა“ გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ახორციელებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.