მარტვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ქალაქ მარტვილში, მარტვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო ცემენტო-ბეტონის საფარით. მოეწყო სანიაღვრე არხი და ცხაური.
პროექტის ღირებულებამ 67 085 ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები შპს „ხონის საგზაო“-მ შეასრულა.
საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.