გორის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო დღეს პირველად შეიკრიბა. 

სხდომა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გახსნა. მან საბჭოს წევრებს წარმატებები უსურვა და სამომავლოდ მათთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.  საბჭოს წევრები გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები არიან. 

დღესვე, საბჭოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა, მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვაა მერის საქმიანობაში. 

მერის სათათბირო ორგანო – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად მერის უფლებამოსილების ვადით შეიქმნა. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა და სავალდებულო ძალა არ აქვს.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მერის 2022 წლის 31 მაისის #ბ20.202215114 ბრძანებით დამტკიცდა. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები