სოფელ ქვედა საზანოში, სამცვერას ჩანჩქერამდე მისასვლელი გზის მოწყობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 394 700 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში გზის ზედაპირზე დაიგება ბეტონის საფარი. მოეწყობა ჩასასვლელი კიბეები. მერიის დაკვეთით, მიმდინარე სამუშაოებს შპს „ინფრასტრუქტურა და გზები“ ახორციელებს.
ჩანჩქერამდე მისასვლელი გზის მოწყობა ტურისტული ობიექტის პოპულარიზაციას და ხელმისაწვდომობას მაქსიმალურად გაზრდის.