“საქართველოს ბანკის” ბათუმის ფილიალში მძარცველი შეიჭრა
ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა და მძევლების აყვანა სცადა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა და გაიქცა.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ მძარცველი უკვე დააკავეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.