9 ივნისს  საერო  და რელიგიური დღესასწაული „გარეჯობა 2022″ საზეიმოდ აღინიშნა

გარეჯის სახალხო დღესასწაული „გარეჯობა 2022″ 9 ივნისს საზეიმოდ აღინიშნა. 

საერო  და რელიგიური დღესასწაული დავით გარეჯის დიდ სამონასტრო კომპლექსთან XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იმართება.  

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით აღნიშნული დღესასწაული 2018 წლის 21 მაისს იქნა აღდგენილი, როგორც მუნიციპალიტეტის სახალხო დღესასწაული. 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო: 

-საგამოფენო სივრცეები;

-საკონცერტო ნომრები ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით;

-გაიმართა  ჭიდაობა და დოღი.

დამსწრე საზოგადოებას და მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ქართული კერძების მასტერკლასებს და დაეგემოვნებინათ ქართული  ღვინოები და  ტრადიციული კერძები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები