ჭიათურაში, კაცხის სვეტთან მისასვლელ საავტომობილო გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ჭიათურაში, კაცხის სვეტთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის მიხედვით ასფალტბეტონის საფარი მოეწყო ცენტრალური საავტომობილო გზიდან კაცხის სვეტამდე, 1200 მეტრიან მონაკვეთზე.

გზის სრული მონაკვეთი დაიხაზა და გაკეთდა საპარკინგე სივრცეები ავტომობილებისთვის.

დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი დღეს ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მოადგილეებთან, სამსახურის უფროსებთან, ადგილობრივ სასულიერო პირებთან და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა შესრულებული სამუშაოების და პროექტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

,,მოვაწყვეთ კაცხის სვეტამდე მისასვლელი გზა, რაც უმნიშვნელოვანესი პროექტია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ადგილობრივი მოსახლეობა და ვიზიტორები ამიერიდან გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის მეშვეობით შეძლებენ სვეტამდე მისვლას“, – განაცხადა გივი მოდებაძემ.

გზის სამშენებლო სამუშაოები შპს ,,ინფრაკონმა“ შეასრულა. პროექტის ღირებულებამ 417 586 ლარი შეადგინა.

პროექტი ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა.

დღესვე სტუმრებმა კაცხის სვეტთან არსებული მუზეუმიც დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები