თელავში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში  ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.  ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სამუშაო პროცესს თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი  პირველ მოადგილესთან  ნიკოლოზ მეტრეველთან ერთად გაეცნო.
“ბაღი 180 აღსაზრდელზეა გათვლილი.  შენობა მოიცავს საძინებელი,  სათამაშო, გამოსაცვლელი ოთახების, ასევე  სასადილოს, სათავსოების,
ჰოლის, ადმინისტრაციული და სამრეცხაო ოთახების, სამზარეულოს,
ლიფტის, საევაკუაციო კიბისა და საქვაბის მოწყობას.
კურდღელაურის  საბავშვო ბაღის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება, სამუშაოებს კონტრაქტორი შპს ,,სათავე +,,  ასრულებს.
სამშენებლო სამუშაოები, რომელზეც 3 414 236 ლარი დაიხარჯება, 2023 წელს დასრულდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები