ომბუდსმენი ბორჯომის ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა

იმდენად მასშტაბურია ეს პრობლემა, ეხება 400-მდე თანამშრომელს, რომ ვფიქრობ, რომ ეს უკვე არის სახელმწიფოს პრობლემაც – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ბორჯომის ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებთან თითქმის ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, იკვეთება სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნები და ამ საქმეს სახალხო დამცველის ოფისი სწორედ ამ კუთხით შეისწავლის:

შეგახსენებთ, უკვე 10 დღეა ბორჯომის ორივე ჩამომსხმელი ქარხანა პარალიზებულია. მიმდინარეობს მედიაციის მეორე ეტაპი. შეხვედრები ჯანდაცვის მინისტრის მედიატორსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე შედგა, თუმცა უშედეგოდ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები