ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე სტიქიის გამო ჩახერგილი მონაკვეთი სრულად გაიწმინდა

დუშეთის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 37-ე კილომეტრზე ხევის გამონატანებისაგან ჩაკეტილი გზის სავალი ნაწილი სრულად გაიწმინდა. ამ ეტაპზე ადგილზე უკვე მოხსნილია ავტოტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები.
ძლიერი წვიმის გამო შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური და ადამიანური რესურსით. გაწმენდითი სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეასრულა.
შემთხვევის ადგილზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა და აღდგენით სამუშაოებს მონიტორინგს პირადად უწევდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები