ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხობში – ახალსოფლისა და შუა ხორგის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე 2 მლნ-მდე ლარი იხარჯება

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალსოფლისა და შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც მერიის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 1 909 914 ლარია, შპს ,,შარა-გზამშენი პირველი” ახორციელებს.

“პროექტის ფარგლებში 5.5 კმ-ზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ხიდ-ბოგირები, კიუვეტები და ეზოში შესასვლელები.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.
პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები