“საბიბლიოთეკო კვირეულის” ფარგლებში, ლაგოდეხის ცენტრალურ და სასოფლო ბიბლიოთეკებში სხვადასხვა ღინისძიება გაიმართა
“საბიბლიოთეკო კვირეულის” ფარგლებში, ლაგოდეხის ცენტრალურ და სასოფლო ბიბლიოთეკებში თემატური ღონისძიებები გაიმართა – ხმამაღლა კითხვის დღე და შეხვედრები ახალგაზრდა მკითხველებთან.
• კართუბნის სასოფლო ბიბლიოთეკის მკითხველები გამოეხმაურნენ “ხმამაღლა კითხვის დღეს” და ხმამაღლა წაიკითხეს ვიქტორ ჰიუგოს “გავროში”.
• სოფელ ლელიანში გაიმართა ილია ჭავჭავაძის 185 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
• ვარდისუბნის სასოფლო ბიბლიოთეკაში კი ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების საღამო ჩატარდა.
• სოფელ გიორგეთში ლადო ასათიანისა და მირზა გელოვანის 105 წლის იუბილე.
• ხოლო ცენტრალური ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველების მონაწილეობით ჩატარდა ღონისძიება “ბიბლიოთეკა, მკითხველი, წიგნი”.
ღონისძიებებში მონაწილეობას იღებდნენ ბიბლიოთეკების ახალგაზრდა, აქტიური მკითხველები.