ხულოში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ფუნქციონირებას განახლებული შემადგენლობით აგრძელებს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ფუნქციონირებას განახლებული შემადგენლობით აგრძელებს.

საბჭოს ახალი წევრების პირველი გაცნობითი შეხვედრა დღეს გაიმართა, სადაც ასევე არჩეული იქნა თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მერის 2022 წლის 3 ივლისის N ბ98.98221549 ბრძანებით დამტკიცდა, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 15 ადამიანის შემადგენლობით, მათ შორის, 9 მამაკაცი და 6 ქალია: თემურ მიქელაძე, ბექა ჯოყოლაძე, ეთერ დეკანაძე, არჩილ მარკოიძე, ავთანდილ ბერიძე, იამზე ბოლქვაძე, გულნარა შაინიძე, ლელა კოჩალიძე, თამაზ ართმელაძე, ნესტან ანანიძე, ვალოდია აბულაძე, ნოდარ აბაშიძე, მალხაზ მიქელაძე, შოთა შავაძე და ია გელაძე.

საბჭოს წევრები სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები არიან, რომლებიც მერს ინიციატივებს, პროექტებს, რეკომენდაციებს წარუდგენენ და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები