ზუგდიდის მუნიციპალიტეტს კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმის დროებითი რწმუნებული დაესუ ჩანგი  სტუმრობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმის დროებითი რწმუნებული დაესუ ჩანგი ესტუმრა. 

ვიზიტის ფარგლებში, კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმის დროებითი რწმუნებული დაესუ ჩანგი,  პოლიტიკის და ეკონომიკის ატაშე  ბიუნ სენგვუ,  ადმინისტრაციული ასისტენტი და  ელჩის თანაშემწე ცირა შონია დღეს მუნიციპალიტეტის მერს მამუკა წოწერიას, მერის პირველ მოადგილე კონსტანტინე კაკავასა და მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროს იდა ქვარაიას შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სამომავლო ურთიერთანამშრომლობის გზები განიხილეს.

მამუკა წოწერიამ სტუმრებს მობრძანებისთვის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და მუნიციპალიტეტზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა  ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

დღის განმავლობაში, კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან და მერის პირველ  მოადგილესთან ერთად,  სხვადასხვა ლოკაციას ესტუმრებიან, მათ შორის ენგურის ხიდს, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნობიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები