„ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს საქართველოს მეტალურგთა და სამთო ქიმიკოსთა პროფკავშირების წევრებმა სოლიდარობა გამოუცხადეს

„ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს საქართველოს მეტალურგთა და სამთო ქიმიკოსთა პროფკავშირების წევრები სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდნენ.  მათი თქმით, სოლიდარობას უცხადებენ „ბორჯომში“ დასაქმებულებს და მზად არიან, მათთან ერთად იბრძოლონ.

ამასთან ცნობილი ხდება, რომ ხვალ გაფიცულფა პრობლემებს სახალხო დამცველი მოისმენს.

შეგახსენებთ, რომ „IDS​ ბორჯომის“ თანამშრომლები პირველი და მეორე ქარხნის პიკეტირებას განაგრძობენ.

კომპანიის გაფიცული თანამშრომლების ძირითადი მოთხოვნები კვლავ უცვლელია:   გათავისუფლებული 50 თანამშრომლის აღდგენა, გაუმჯობესებული სამუშაო პირობები და ხელფასების ზრდა.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით მედიაციის მეორე რაუნდი გუშინ უშედეგოდ დასრულდა.

თანამშრომლები აცხადებენ, რომ იქამდე არ აპირებენ პროტესტის დასრულებას, ვიდრე გათავისუფლებული 50 თანამშრომელი უპირობოდ არ აღდგება სამსახურში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები