ბორჯომის ორივე ქარხნის შესასვლელები კვლავ პიკეტირებულია – გაფიცვის მეცხრე დღე

ხელფასების ზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და 50 გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენა  – ამ მოთხოვნებით ბორჯომში აქცია გრძელდება.  კომპანია “ბორჯომის” ქარხნების შესასვლელები კვლავ პიკეტირებულია.

აქციის მონაწილეებს  პროფკავშირის წევრები სხვადასხვა ქარხნებიდან უერთდებიან. მხარდამჭერებს ადგილზე ცოტა ხანში ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მედიაციის მცდელობა იყო, თუმცა პროცესი უშედეგოდ დასრულდა.

“იყო გუშინ მედიატორებთან შეხვედრა, რომელიც არანაირი შედეგით არ დასრულდა. ისევ იგივე ხდება, იგივე წინადადებები აქვთ მათ, რომლებიც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ადამიანები, რომლებიც შანტაჟში, მუქარაში, დაშინებაში არიან ბრალდებულები ჩვენი მხრიდან, მათთან ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს, ეს ადამიანები უნდა გავიდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება პროცესი”, – აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები