საჩხერის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ბაუსკაში იმყოფებოდა
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა და ლატვიის რესპუბლიკის ბაუსკას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ აივარს ოკმანისმა საჩხერისა და ბაუსკას მუნიციპალიტეტების პარტნიორობის განახლებულ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას საჩხერის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, შეთანხმების თანახმად, რომელიც ვეკუმნიეკის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებასა და საჩხერის მუნიციპალიტეტს შორის 2016 წლის 3 მაისს დაიდო და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ლატვიის 2021 წლის ტერიტორიული რეფორმის შედეგად, 2021 წლის 1 ივლისიდან, ბაუსკას მუნიციპალიტეტი ოთხი მუნიციპალიტეტს ბაუსკას, ლეკავას, რუნდალეს და ვეკუმნიეკს აერთიანებს, მხარეებმა გადაწყვიტეს ორმხრივი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარება შემდეგ სფეროებში: განათლების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ტურიზმის, ბიზნეს გარემოს განვითარება, საბავშვო და ახალგაზრდობის პროგრამების ხელშეწყობა, ეკოლოგია და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, ადგილობრივი ადმინისტრაციების კარგი პრაქტიკის გაზიარება, გაერთიანებული მხარდამჭერი პროგრამების დანერგვა, სოციალური სფერო.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მერის მოადგილე ოთარ ომიაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე და მარიამ ივანაშვილი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
ბაუსკას მუნიციპალიტეტმა პარტნიორული ხელშეკრულება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ათ სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან განაახლა.