გორის მერიამ „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“-ის ფარგლებში საინიციატივო წინადადებების მიღება დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“-ის ფარგლებში საინიციატივო წინადადებების მიღება დაიწყო.
გორის მუნიციპალიტეტი „სამოქალაქო ბიუჯეტით“ მოსახლეობას მათივე საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა სახის პრიორიტეტულ პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.
პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოქალაქეების იდეების განსახორციელებლად 3 000 000 ლარია გამოყოფილი.
თანხა 28 ტერიტორიულ ზონაზე თანაბრად გადანაწილდება.
საინიციატივო წინადადებების მიღება 1 ივნისიდან 29 ივლისამდე გაგრძელდება.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, 16 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შეუძლიათ წარადგინონ მათთვის პრიორიტეტული ინიციატივები ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
წინადადების წარსადგენად აუცილებელია სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსება https://bit.ly/3GGW698
მოქალაქეებს შევსებული ფორმის დარეგისტრირება გორის მერიის შენობაში (გრიგოლ ფერაძის №5) ან ელ-ფოსტის საშუალებითაც შეუძლიათ.
ელ-ფოსტის მისამართი: samokalakobiujeti.gori@gmail.com
საკონტაქტო ნომერი -(592 00 15 66)
სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამას გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო ახორციელებს.
პროგრამის მხარდამჭერები არიან „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ და გერმანული ორგანიზაცია “პური მსოფლიოს”