დუშეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა მიმდინარეობს

უხვი ნალექის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის, უკანაფშავის, ქვეშეთის, ჭართლის, ანანურისა და ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური და ადამიანური რესურსით.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, მერიის შესაბამის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იმყოფება და მონიტორინგს პირადად უწევს აღდგენით სამუშაოებს.

ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები