თორნიკე რიჟვაძე – გია აბულაძეს: რა მორალზე მელაპარაკებით თქვენ, როცა ბავშვებს იჭერდით

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ „ნაციონალური მოძრაობის” წევრს და უმაღლესი საბჭოს დეპუტატს გია აბულაძეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის პოსტი ეკავა, ვიდეო აჩვენა, სადაც ის მხარს უჭერს და ამართლებს არასრულწლოვანის, სკოლის მოსწავლის დაკავებას, რომელმაც სკოლის დარბაზიდან ბურთი წაიღო.

 „იცით რატომ დააკავეთ ეს ბავშვი? რა მორალზე მელაპარაკებით თქვენ, როცა ბავშვებს იჭერდით? მორალი სად დაკარგეთ? აქედან ოჯახებში არ უნდა წახვიდეთ?” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები