თორნიკე რიჟვაძე – ელგუჯა ბაგრატიონს: ნასამართლევი ხართ ჯგუფური ძარცვისთვის, ავტომობილის გატაცებისთვის და ყაჩაღობისთვის. თქვენ მე მორალს ვერასდროს წამიკითხავთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღეს უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის ანგარიშით წარდგა. მოხსენების დასრულების შემდეგ, თორნიკე რიჟვაძემ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის ენმ-ს წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის შეკითხვასაც.

„ბატონო ელგუჯა, თქვენ და თქვენს კოლეგებს მინდა გითხრათ, რომ აქ რომ შემობრძანდით, ეს თქვენს თავმოყვარეობაზეა, ეს ერთი, მეორე მორალს და სენტენციებს მიკითხავთ, ყოველდღიურად ახსენებთ ჩემი ოჯახის წევრებს, მათ შორის მამაჩემს, თქვენც საჯარო პირი ხართ, თქვენი ოჯახის წევრები მიხსენებია ოდესმე? 1999 წელს ნასამართლევი ხართ ჯგუფური ძარცვისთვის, ავტომობილის გატაცებისთვის და ყაჩაღობისთვის. თქვენ მე მორალს ვერასდროს წამიკითხავთ” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები