ხმაური ბორჯომის ქარხანასთან – გაფიცვის მერვე დღე

დილიდან ხმაური იყო ბორჯომის ქარხანასთან. გაფიცულ თანამშრომლებსა და ქარხნის ადმინისტრაციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ვითარება მალევე განიმუხტა.

მორიგი ინციდენტი უკვე მომუშავე თანამშრომლების გადაადგილების უზრუნველყოფაზე  პასუხისმგებელი ავტობუსის მძღოლსა და გაფიცულ მუშებს შორის მოხდა. ადგილზე სიტუაცია დაძაბული იყო.

ამ ეტაპზე ადგილზე სიმშვიდეა. ქარხნის მთავარი შესასვლელი კვლავ პიკეტირებულია.  მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები