მედიაციის II ეტაპი დაიწყო – ბექა ფერაძე და ჯანდაცვის მინისტრის მედიატორი “ბორჯომის” გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ
მედიაციის მეორე ეტაპი დაიწყო. “ბორჯომის” ქარხნის თანამშრომლების გაფიცვის მეშვიდე დღეს მხარეებს შორის მოლაპარაკებების დასაწყებად ჯანდაცვის მინისტრმა მედიატორი მიავლინა. მთავარი შრომის ინსპექტორი ბექა ფერაძე და მედიატორი ანა სამსონია გაფიცულ მუშებს შეხვდნენ.
აუდიენცია 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
მედიატორის განცხადებით, მოლოდინები პოზიტიურია.
რაც შეეხება ქარხნის თანამშრომლებს, ისინი ამბობენ, რომ მედიაციის პროცესის მიუხედავად გაფიცვას გააგრძელებენ.