გორში ახალგაზრდული პროექტი – ,,იდეა აქციე საქმედ“ დაიწყო

,,იდეა აქციე საქმედ“ –  ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის  ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში საზოგადოება ,,ბილიკი“ ახორციელებს.

პროექტის ბენეფიციარები არიან 14-დან 22 წლამდე ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემიდან. 

პროექტი მოიცავს იდეების კონკურსს და ტრენინგებს გუნდურ მუშაობაზე, პროექტების მართვასა და  ადვოკატირებაზე. 

დასკვნით ეტაპზე, ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი  გამარჯვებული საპროექტო იდეების   რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, გაიმართება იდეათონის  ღონისძიება, რომელშიც პროექტის ბენეფიციარებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გორის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლები. 

პროექტი ,,იდეა აქციე საქმედ“ მიზნად ისახავს  არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდების გააქტიურებას  და  მოსწავლე-ახალგაზრდების   ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი თემის ცხოვრებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები