წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ლაშა ზარქუა თანამდებობას ტოვებს

წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, ლაშა ზარქუამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. 

მისი გადადგომის მიზეზად  სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სახელდება, რომელზე პასუხისმგებლობასაც ზარქუა საკუთარ თავზე იღებს.

ცნობისთვის,  წალენჯიხის მერიის მიერ პროექტის საკრებულოსთვის დაგვიანებით წარდგენის გამო, პროგრამა ჩავარდნის საფრთხის ქვეშ იყო. პროექტის  აღდგენა მოხერხდა, თუმცა მომხდარის მიზეზების დასადგენად, ქალაქის მუნიციპალიტეტში სპეციალური კომისია შეიქმნა. ლაშა ზარქუამ. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ მომხდარზე საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები