ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხნის შესასვლელები პიკეტირებულია – გაფიცვის მეშვიდე დღე

“აი დი ეს ბორჯომის” პირველი და მეორე ქარხნის შესასვლელები გადაკეტილია.  ქარხნის გაფიცული თანამშრომლები  დილიდან ორივე ქარხნის შესასვლელებთან დგანან.

“ამ დროის განმავლობაში გენერალურმა დირექტორმაც, მათ  შორის საქართველოს ხელისუფლებამაც, რომელსაც ვეუბნებოდით და ვაფრთხილებდით, რომ კომპანია გარკვეული სახის ესკალაციას გეგმავდა არაფერი მოიმოქმედა. აქ დასაქმებულებს 2 თვეა ხელფასი არ აუღიათ და სხვადასხვა ქვეყნიდან თანამშრომლები ჩამოჰყავს და ეძებს მათ შემცვლელებს. შესაბამისად მივმართეთ პროტესტის ამ ფორმას, ბლოკირებაზე საუბარი არ არის. თუ უნდა ვინმეს რომ ამ ადამიანებს გადაუაროს, გადაუაროს”, – თქვა გიორგი დიასამიძემ.

შეგახსენებთ, ბორჯომში დასაქმებული ადამიანები მეშვიდე დღეა გაფიცულები არიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები