ბორჯომის ქარხნის თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება

“ბორჯომის” ქარხნის თანამშრომლები მეექვსე დღეა გაფიცულები არიან. სოციალური პროტესტი გრძელდება და მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელია.

დღეს გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობა “გურია ექსპრესის” მუშებმა გამოუცხადეს და მხარდაჭერის მიზნით ბორჯომში ჩავიდნენ.

ხვალიდან პროტესტის მონაწილეები ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხნის შესასვლელების ბლოკირებას იწყებენ.

“ამ ადამიანებს 2 თვეა ხელფასი არ აუღიათ, ეს ადამიანები არიან დასაქმებულები. იმის გამო, რომ კომპანია სჯის ამ ადამიანებს, კუთვნილ ანაზღაურებას არ აძლევს, უკანონოდ გაათავისუფლეს 50 ადამიანი. ხვალ ვგეგმავთ მშვიდობიან აქციას. ხელებაწეული ადამიანები დადგებიან როგორც პირველი ასევე მეორე ქარხნის წინ და ყველა შემსვლელს გაესაუბრებიან”, – განუცხადა “კვირას” პროფკავშირების წარმომადგენელმა გიორგი დიასამიძემ.

შეგახსენებთ, ბორჯომის ნომერ პირველი ქარხნის თანამშრომლები 31 მაისს გაიფიცნენ და სამუშაო ადგილზე არ გამოცხადდნენ. ისინი გათავისუფლებული 49 თანამშრომლის  აღდგენას, ხელფასების მომატებას, უვადო ხელშეკრულებებს  და ძველ კონტრაქტზე დაბრუნებას ითხოვენ. კომპანიაში “აიდიეს ბორჯომი” კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილებები სანქციებისა და ანგარიშების დაყადაღებით შექმნილ კრიზისულ ვითარებას ეხება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები