რეზო ხარაზი: ბათუმი ტურისტულ სეზონს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით ხვდება

ვეკითხები ქალაქის მერს – სად არის დაპირებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ექვსი თვის წინ უნდა მოწესრიგებულიყო, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” წევრმა რეზო ხარაზმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ქალაქი ტურისტულ სეზონს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით ხვდება.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციის წევრები ქალაქის მერს, არჩილ ჩიქოვანს საკრებულოს სხდომაზე იწვევენ, რადგან ქალაქში არსებულ პრობლემებზე შეკითხვები აქვთ.

“ქალაქი პარალიზებულია, თქვენც ხედავთ, ტურისტული სეზონის წინ რა მდგომარეობაა სანაპირო ზოლზე. ვეკითხები ქალაქის მერს – სად არის დაპირებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ექვსი თვის წინ უნდა მოწესრიგებულიყო. ქალაქში გაუსაძლისი ვითარებაა, ტურისტული სეზონის წინ ბათუმი გადათხრილია, რეალურად კოლაფსია, ამ ფონზე ბათუმის მერი მიუნხენში გამოფენის დასათვალიერებლად არის წაბრძანებული. საკრებულოს მოვუწოდებ, რისთვის შეიკრიბეთ ბატონებო? თანამდებობების გადასანაწილებლად? იმისთვის შეიკრიბეთ, რომ კომფორტული ცხოვრება მოიწყოთ? ქალაქში მცხოვრებ არცერთ მოქალაქეს კომფორტული ცხოვრება არ აქვს, მოვითხოვთ, რომ უახლოეს პერიოდში საკრებულო შეიკრიბოს და მოვიდეს ქალაქის ე.წ მერი, რომელთანაც უამრავი შეკითხვა გვაქვს: ინფრასტრუქტურაზე, სანაპირო ზოლზე, ბაგრატიონის ქუჩაზე და ქალაქის მთავარ პრობლემებზე, რომელიც მოუგვარებელია”,- განაცხადა რეზო ხარაზმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები