ლარი მცირედით გამყარდა – 4 ივნისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა.

ხვალ, 4 ივნისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9707 ლარი ეღირება, ევრო – 3.1890 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.7315 ლარი.

დღევანდელი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0076 ლარი ღირდა, ევრო – 3.2163 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.7748 ლარი.

განახლებული კურსი ხვალიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები