ბორჯომის გაფიცულმა თანამშრომლებმა 1 ივნისს ბავშვებისთვის მულტიპლიკაციური ფილმის ჩვენება მოაწყვეს
ბორჯომის ქარხნის გაფიცულმა თანამშრომლებმა აქციის ადგილას ბავშვებს მულტიპლიკაციური ფილმის ჩვენება მოუწყვეს, რითაც მათ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს. აღსანიშნავია, რომ ბავშვების აქციაში ჩართვა კანონით აკრძალულია, თუმცა, აქციის მონაწილეების თქმით, ჩვენებას არავითარი კავშირი არ აქვს პროტესტთან.
შეგახსენებთ, რომ “აიდიეს ბორჯომის” თანამშრომლები მეორე დღეა უკვე გაფიცულები არიან და საპროტესტო აქციებს №1 ქარხანასთან მართავენ.
მათი მოთხოვნებია:
1. უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა;
2. ხელფასების დარიცხვა;
3. ძველ შრომით პირობებზე დაბრუნება;
4. უვადო ხელშეკრულებები ყველა დასაქმებულისთვის და ხელფასების 25%-ით ზრდა;
5. შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტების აღმოფხვრა, მასში მონაწილე ადმინისტრაციის ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლებასა და პასუხისგებაში მიცემა;
6. კოლექტიური შეთანხმების გაფორმება.