გორში, სოხუმის ქუჩის რეაბილიტაცია მალე დაიწყება
გორში, სოხუმის ქუჩის რეაბილიტაცია, რომლის სიგრძეც 210 მეტრია და კომბინატის დასახლებაში მდებარეობს, მალე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი პირველ ივნისს გამოაცხადა.
ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, იგეგმება ტროტუარის რეაბილიტაციაც.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 221 035 ლარია.