თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი სოფელ რუისპირში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა

თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელთან თამარ ზაზანაშვილთან, იყალთო-რუისპირის მაჟორიტარ დეპუტატთან ზაზა ტატულიშვილთან, იყალთოსა და ახატელში მერის წარმომადგენელთან თემურ გიგაურთან და ,,ქალთა ოთახის,, მენეჯერთან, ნელი აბეჩხრიშვილთან ერთად, სოფელ რუისპირში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა.

სოციალურად დაუცველ ოჯახებს მერმა საკვები პროდუქტი,  წიგნაძეების რვაშვილიან ოჯახს კი, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შეგროვილი თანხა – 500 ლარი პირადად გადასცა. 

საქველმოქმედო აქცია 1 ივნისს თელავის ცენტრალურ მოედანზე მერიის ქალთა ოთახის ინიციატივით, აღნიშნული ოჯახის დასახმარებლად ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები