გორში, ჩერქეზიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მალე დასრულდება
გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ჩერქეზიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მალე დასრულდება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბორდიულებისა და ტროტუარების მოწყობა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 138 მეტრია.
პროექტი ითვალისწინებს, როგორც ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ასევე ტროტუარებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობას.