პირველ ივნისს ლანჩხუთში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნა

ლანჩხუთში 1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.  ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“აღსანიშნვია, რომ პირველ ივნისს საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანების დღეც აღინიშნება. სადღესასწაულო წირვა სოფელ ჯურუყვეთის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღევლინა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე დაესწრო.
ღონისძიება გაიმართა ჩოჩხათისა (გულიანის კორპუსი) და ქალაქის მესამე საჯარო სკოლებში. შემდეგ კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლესის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლსა და დღის ცენტრ ,,იავნანას” ესტუმრნენ.
ქალაქის ცენტრში კი საზეიმოდ მორთულ სკვერში პატარებს თოჯინების თეატრმა უმასპინძლა, შემდეგ კი საზეიმო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებებს ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები