საგარეჯოში, ვაჩნაძის ქუჩის მოასფალტების წინა მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ქალაქ საგარეჯოში, ვაჩნაძის ქუჩის მოასფალტების წინა მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.
ავთანდილ გულიკაშვილი ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და ახალი პროექტის შესახებ მოსაზრებები მოისმინა.
“წინასაარჩევნო პერიოდში, აღნიშნული ქუჩის მოწყობა ჩემი ერთ-ერთი დაპირება იყო, რომლის განხორციელებაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სხვა დანარჩენ პროექტებთან ერთად დავიწყეთ.
ჩემი და ჩემი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. პარალელურ რეჟიმში სასმელი წყლის უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა ლოკაციაზე საკომუნიკაციო სისტემის სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. პირადად ვუწევ მონიტორინგს ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რათა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში და ხარისხიანად შესრულდეს სამუშაოები” – აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები