საჩხერეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საჩხერეში მრავალფეროვანი საბავშვო ღონისძიებებით აღინიშნა.

ქალაქის მთავარ ქუჩაზე ატრაქციონები მოეწყო, გაიმართა სასიმღერო სტუდია „არტისტი“-ს კონცერტი, საჭადრაკო ტურნირი და ასფალტზე ხატვის კონკურსი. ჯამბაზებმა, ზღაპრების და მულტფილმების გმირებმა სხვადასხვა სახალისო ნომრები წარმოადგინეს. ხოლო კინოს სახლში ანიმაციური ფილმის „ტრანსილვანიის“ ჩვენება მოეწყო. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში თოჯინების თეატრმა „კოკროჭინამ“ სპექტაკლი „სალამურას თავგადასავალი“ წარმოადგინა.

მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა ჭადრაკის ტურნირსა და თემების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. საგანგებოდ გამართულ კარავში პატარებმა ზღაპრები მოისმინეს. დღის ბოლოს საპნის ბუშტების შოუ და სპორტული შეჯიბრებები გაიმართა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები